საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 4 700 000 ლარია გამოყოფილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:54 - 13 იანვარი 2017 hits 4867

აბასთუმნის ასრტოფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციიას 4 700 000 ლარი მოხმარდება.

როგორც „მთის ამბებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, პროექტით გათვალისწინებულია დიდი ტელესკოპის - AZT-11-ის შენობის სრული რეაბილიტაცია და შენობაში ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის, კაფეს და საპირფარეშოების გაკეთება. გარდა ამისა, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, საბაგირო გზის აღდგენა და საერთო სარგებლობის საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

ობსერვატორიის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2018 წლის თებერვალში დასრულდება.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია აბასთუმნიდან 8 კმ-ში, მთა ყანობილზე მდებარეობს. ობსერვატორია 1932 წელს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსდა. ის პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის ისტორია XIX საუკუნის მიწურულს დაიწყო: ასტრონომიით გატაცებულმა მეფისწულმა, გიორგი რომანოვმა, აბასთუმანში თავისი მეგობარი, ასტრონომი და პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი სერგეი გლაზენაპი მიიწვია. გიორგის სასახლის მახლობლად პატარა გუმბათი ააგეს და გლაზენაპის პეტერბურგიდან ჩამოტანილი ტელესკოპი ამ ნაგებობაში მოათავსეს. ასე ჩაუყარეს საფუძველი დიდმა მთავარმა და გლაზენაპმა ღამღამობით აბასთუმნის ცაზე პირველ ასტრონომიულ დაკვირვებებს. 1935 წელს ობსერვატორიის თანამშრომლების მიერ აღმოჩენილ ერთ-ერთ მცირე ცთომილს  აბასთუმანი ეწოდება.

2007 წლიდან ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთანაა ინტეგრირებული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში