საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ზემო სვანეთის გზაზე კლდე ჩამოიშალა, მოძრაობა შეფერხებულია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:32 - 06 დეკემბერი 2021 hits 3341
მინდია ჩარქსელიანის ფოტო
საზოგადოება
მინდია ჩარქსელიანის ფოტო

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ ბარჯაშთან ახლოს კლდე ჩამოიშალა და გზა ჩახერგა. ავტოტრანსპორტის გადაადგილება დილიდან შეფერხებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვერ გვითხრეს, გზის გახსნას დღის ბოლომდე შეძლებენ თუ არა. ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს.

ადგილზე მყოფი პირების თქმით, ტრაქტორით გზის გაწმენდა ვერ მოხერხდა და შესაძლოა, ჩამოშლილი ლოდების აფეთქება გახდეს საჭირო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დღესვე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვისცვენის და ზვავსაშიშროების მიზეზით, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე. ეს ზემო სვანეთთან დამაკავშირებელი მეორე საავტომობილო გზაა, რომელიც ქვემო სვანეთიდან, ცანის ხეობის გავლით უშგულში გადადის.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში