საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ნიკას გულისთვის - 32 წლის ბიჭის გადასარჩენად კიდევ 2 ათასი დოლარია საჭირო

20:49 - 12 ოქტომბერი 2020 hits 7229
ფოტო აქციიდან - ნიკას გულისთვის
საზოგადოება
ფოტო აქციიდან - ნიკას გულისთვის

ნიკას გულისთვის - ბრძოლის ყველა გზას მიმართეს აფხაზეთიდან დევნილი, 32 წლის ბიჭის გადასარჩენად. ხშირად ნახავდით ახალგაზრდებს მწველ მზეში, წვიმასა და ქარში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რომ იდგნენ და ნიკას გულისთვის დახმარებას ითხოვდნენ; ხელნაკეთ ნივთებს ამზადებდნენ და ყიდდნენ; მაღაზიებში შესაწირი ყუთებიც დადგეს; ნიკას გულისთვის 2 წლის ანიტას ოჯახის წევრებიც დაირაზმნენ, მისი ბებია და დედა. ნიკას ოპერაციის გასაკეთებლად სულ მცირე 100 ათასი დოლარია საჭირო. 98 ათასი დოლარი უკვე შეგროვდა, ნიკას გულისთვის 2 ათასი გვაკლდება. დრო 22 ოქტომბრამდე გვაქვს.

6 თვე გავიდა, რაც ნიკა ღვინჯილიას გულის უკმარისობა დაუდგინდა. რომ იცოცხლოს, გულის გადანერგვა სჭირდება. ბელორუსში, მინსკის ერთ-ერთი კლინიკა ნიკას 22 ოქტომბერს ელოდება. იქამდე კლინიკის ანგარიშზე ოპერაციის სრული ღირებულება უნდა გადაირიცხოს. ნიკას გულისთვის თანხა ჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამაც გამოყვეს, მაგრამ ყველაზე დიდი შენატანი მაინც მოქალაქეებისგან არის.

„შეკუმშვა კი უჭირს ჩემს გული, მაგრამ სიყვარული ჯერ კიდევ შეუძლია. ბევრი უცხო ადამიანი დამეხმარა. მადლობა ყველას“ - ნიკას სიცოცხლის გადასარჩენად ყოველი დღე გადამწყვეტია. ნიკას გულისთვის 1 ლარიც მნიშვნელოვანია!

დავურეკოთ ნიკას 090 170 15 42 (მაგთი, ბილაინი)

  • საქართველოს ბანკი: GE46BG0000000162446658
  • თიბისი ბანკი: GE85TB7118045061100049
  • მიმღები: ეკატერინე ღვინჯილია
  • საზღვარგარეთიდან PayPal : ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  • თანხის დოლარში გადარიცხვა ასევე შესაძლებელია: https://www.gofundme.com/f/nzc6m-nika-needs-our-help...
Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში