საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გუდაურში და კურორტ გოდერძიზე სეზონი 10 დეკემბერს გაიხსნება

hits 616

გუდაურში სამთო–სათხილამურო სეზონი დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 10 დეკემბერს გაიხსნება.

„სეზონის გახსნა 17 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ  ბუნებამ წელს ხელი შეგვიწყო: გუდაურში და კურორტ გოდერძიზე თოვლი უკვე მოვიდა, რაც სათხილამურო სეზონის შედარებით ადრე გახსნის საშუალებას გვაძლევს. თოვლის საფარის სიმაღლე გუდაურში ამჟამად 1 მეტრს აღწევს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ზამთრის სეზონი საქართველოს კურორტებზე ასე ადრე არ გახსნილა“, - აცხადებს mtisambebi.ge-სთან საუბარში მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი, სანდრო ონოფრიშვილი.  

ზამთრის სეზონს გუდაური ახალი სერვისით შეხვდება - წელს კურორტზე „დოპელმაიერის“ ფირმის ახალი საბაგირო ამოქმედდება. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში იმედი აქვთ, რომ ახალი საბაგიროს დამონტაჟებით რიგები განიტვირთება. ონოფრიშვილის განცხადებით, ახალი საბაგირო გზა 23 დეკემბერს გაიხსნება.

10 დეკემებერს გაიხსნება სათხილამურო სეზონი კურორტ გოდერძიზეც.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში