საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

25 იანვარს ჩარგალში მიხაობა აღინიშნება

hits 575

25 იანვარს, ჩარგალში მიხაობა - მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღე აღინიშნება. მიხა ხელაშვილი სახალხო პოეტი და შეფიცულთა რაზმის წევრი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო.

საბჭოთა ხელისუფლებისგან შერისხული ხელაშვილის ბევრი ლექსი (თუნდაც „ლექსო ამოგთქომ, ტიალო“) ხალხურად იყო ცნობილი.

მიხა ხელაშვილი მაშინდელი დუშეთის მაზრის სოფელ ახადში (უკანა ფშავში) დაიბადა. 1925 წლის 25 იანვარს, თავისივე დაბადების დღეს 25 წლის ასაკში ღალატით მოკლეს ჩარგლის მიდამოებში. დაკრძალულია ჩარგალის სასაფლაოზე. ახადში მიხა ხელაშვილის ნასახლარია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში