საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჩაჟაშის კომპლექსის სრული რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:29 - 18 ნოემბერი 2017 hits 7507

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ჩაჟაშის კომპლექსის 50-მდე კოშკიდან და მაჩუბიდან 30-ზე მეტი ძეგლი სრულადაა აღდგენილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასრულებულია ადგილობრივი ეკლესიის ქვის საკონსერვაციო და სახურავის მოწყობის სამუშაოები.

უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის პროცესი 2014 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს, ჩაჟაშში ნიჟარაძეების 12 საგვარეულო მაჩუბისა და კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა.

„რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპიც ციხე-კოშკებისა და მაჩუბების სახურავებისა და კედლის საპირე წყობების აღდგენა-გამაგრებას ითვალისწინებს. იგეგმება იმ ციხე-კოშკის რეაბილიტაციაც, სადაც ამჟამად უშგულის არქეოლოგიური მუზეუმია განთავსებული. ფიზიკური სამუშაოების პროცესი 2018 წლის გაზაფხულიდან განახლდება”, - განაცხადეს სააგენტოში.

უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი, რომელიც მუზეუმადაა გამოცხადებული, 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს და 11 ხალხურ საცხოვრებელს აერთიანებს. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი.

საერთო ჯამში, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 160-მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.  

ამავე თემაზე:
სვანური კოშკები და მაჩუბები გადარჩენის მოლოდინში 
„ეს შენობა ამ ფორმით არ შენარჩუნდება!" - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში