საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთის მწყემსები

16:53 - 02 ნოემბერი 2017 hits 4562

რადიო თავისუფლების ფოტოგრაფმა ამოს შაპლმა თუშეთიდან ბარისკენ გზა მწყემსებთან ერთად გაიარა და ცხვრის გადმორეკვის პროცესი ფოტოებზე აღბეჭდა. მისი შეფასებით, შემოდგომობით თუშეთიდან ცხვრის გადმორეკვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ცხოველთა მიგრაციაა.

„ზაფხულში საძოვრებზე მწვანე ნოყიერი ბალახია, თუმცა შემოდგომა თუშეთის მთებში მალე დგება. ადრეულ ოქტომბერში, სანამ ზამთარი ძალას მოიკრებს, მეცხვარეები თავიანთ სამწყემსოს აგროვებენ და ბარისკენ მოდიან.

თუშური ცხვარი ცნობილია თავისი ამტანობით და მდიდარი, ცხიმიანი ხორცით. მათი მატყლი ძალიან უხეშია იმისთვის რომ გაიყიდოს. ამიტომ შეჭრის შემდეგ, როგორც წესი წვავენ. თუშური ცხვრის ჯიში გამოირჩევა უკანა ფეხების ზემოთ დიდი ცხიმით. ერთი ცხვრი დაახლოებით 60 დოლარი ღირს.

თუშეთიდან ცხვრის გადმორეკვა სამი დღე გრძელდება. როდესაც მთა უკან დარჩება, ფარა ერთი კვირას ბარის საძოვრებზე ატარებს, რათა ზომიერ კლიმატს შეეჩვიოს, შემდეგ კი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ზამთრის საძოვრებამდე 200 კილომეტრიან გზას აგრძელებს“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში