საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თიანეთი-ახმეტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 24 მილიონი ლარი გამოიყო

14:59 - 07 იანვარი 2017 hits 8764

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თიანეთი-ახმეტის 30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის“ (SRAMP) ფარგლებში განხორციელდება.

შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 23 792 513 ლარს შეადგენს (ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებლის ჩათვლით). ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 2017 წლის 26-დან 30 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ.

ტენდერის პირობების თანახმად, მასში მონაწილეობისთვის აუცილებელი მოთხოვნებია: ბოლო 5 წლის განმავლობაში სამშენებლო ბრუნვის გამოცდილება, რომლის მოცულობაც 2011-2015 წლების პერიოდში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 21 000 000 ლარს; სამშენებლო გამოცდილება, რომელიც უნდა მოიცავდეს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 1 ობიექტზე გზების რეაბილიტაციის და/ან მშენებლობის კონტრაქტი, ღირებულებით არანაკლებ 19 000 000 ლარის ოდენობით ან 2 კონტრაქტი თითოეული 10 000 000 ლარის ოდენობით, რომელიც ანალოგიური ხასიათისაა და სამუშაოები ძირითადად დასრულებულია; არანაკლებ 100 000 მ2 საფარის სარეაბილიტაციო / სამშენებლო სამუშაოების შესრულება რომელიმე ერთ წელს; არანაკლებ 300 მ2 ხიდის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების შესრულება რომელიმე ერთ წელს და სხვა.

ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების დადებიდან 20 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში