საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი დღეისათვის 111 მეწარმეს მიენიჭა

14:06 - 12 დეკემბერი 2016 hits 544

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დღეისათვის სულ 111 სამეწარმეო სუბიექტს მიენიჭა. აქედან 37 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 12 კოოპერატივი, 1 ამხანაგობა, 61 კი ინდივიდუალური მეწარმე.

გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, ამ კატეგორიის მეწარმეთა რაოდენობა შემდეგია: მესტია - 25; ქალაქი ახალქალაქი - 14; წალკა - 10; ამბროლაური - 9; ნინოწმინდა - 7; დმანისი - 6; ახალქალაქი (თემი), თეთრიწყარო და ცაგერი – 5 – 5; ყაზბეგი და ხულო - 4 – 4; ადიგენი და შუახევი - 3 – 3; ქედა - 2; ახმეტა, დუშეთი, თიანეთი, ახალციხე, ასპინძა, ბორჯომი, ჭიათურა, ონი და ლენტეხი - 1 – 1.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე საწარმოებზე 2016 წლის 1-ლი იანვრიდან მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები ვრცელდება - საშემოსავლო გადასახადთან, მოგების გადასახადსა და ქონების გადასახადთან მიმართებით.

სამეწარმეო სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე საწარმოს სტატუსი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილების საფუძველზე ენიჭება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში