კორონავირუსის გამო მესტიის მუნიციპალიტეტი 28 დღით ჩაიკეტა
16:47 - 10 აგვისტო 2020მესტიის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების 16 შემთხვევის დადასტურების გამო, ზემო სვანეთში შესვლა და იქიდან გამოსვლა შეიზღუდა. მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინო ზონებში გადაიყვანენ. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საკარანტინო პერიოდი 28 დღეა.