საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

რა დოკუმენტს და რატომ მალავდა სამინისტრო 2 წელი რაჭის ტყეების საქმეზე ახალი ამბები

რა დოკუმენტს და რატომ მალავდა სამინისტრო 2 წელი რაჭის ტყეების საქმეზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მხოლოდ გუშინ, ორწლიანი სასამართლო დავის დასკვნითი პროცესის დაწყებამდე მოგვაწოდა დოკუმენტი, რომელსაც რუსი ოლიგარქის პარტნიორისთვის, დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის საქმეში, 2 წლის განმავლობაში მალავდა. ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, რომელიც სამინისტროს უწყებაა, დოკუმენტში წერს, რომ…

სტიქიის ეპიცენტრში მოყოლილი დავით ჯელაძე დისშვილის უსაფრთხო ადგილზე გაყვანას ცდილობს. კურორტი შოვი, 2023 წლის 3 აგვისტო ახალი ამბები

რას მალავს ხელისუფლება შოვის ტრაგედიაზე საბოლოო დასკვნაში

შოვის ტრაგედიის შესახებ საბოლოო ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, გარემოს ეროვნული სააგენტო ცდილობს აირიდოს და ხელისუფლებასაც ააცილოს პასუხისმგებლობა 33 ადამიანის დაღუპვაზე.

პაპუაშვილი EU-სგან განმარტებას ითხოვს, რატომ მოხვდა შოვზე საგამოძიებო მასალა ფინალისტებში ახალი ამბები

პაპუაშვილი EU-სგან განმარტებას ითხოვს, რატომ მოხვდა შოვზე საგამოძიებო მასალა ფინალისტებში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტებას ითხოვს, როგორ მოხვდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის სტატია, ევროკავშირის პრიზის ფინალში, საუკეთესო საგამოძიებო ნამუშევრების კატეგორიაში.

ითხვისელებმა მთავრობის ულტიმატუმს - დაცალონ სოფელი, ივანიშვილის სახლთან აქციით უპასუხეს ახალი ამბები

ითხვისელებმა მთავრობის ულტიმატუმს - დაცალონ სოფელი, ივანიშვილის სახლთან აქციით უპასუხეს

ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისის, მახათაძეებისა და მეგრელიშვილების უბნის მცხოვრებლებმა ადგილობრივი ხელისუფლების ულტიმატუმს, რომ სოფელი დაუყოვნებლივ დატოვონ, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციით უპასუხეს. ითხვისში ვითარება გაუარესებულია. 2022 წლის მარტში ჩაქცეული ფართობი გაიზარდა და გაღრმავდა, ნაპრალები სხვა ადგილებშიც გაჩნდა. ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში…

სასამართლომ გაამართლა „ბალდის კანიონის მცველები“ მდინარის დაკავების საქმეზე ახალი ამბები

სასამართლომ გაამართლა „ბალდის კანიონის მცველები“ მდინარის დაკავების საქმეზე

მარტვილის სასამართლოს მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ „ბალდის კანიონის მცველების“ წინააღმდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დაწყებული ორივე სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა. დეპარტამენტი ითხოვდა „ბალდის კანიონის მცველების“ დაჯარიმებას ორმაგი ოდენობით და ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ, მდინარე აბაშის წყალში 2 წლის წინ ჩადებული ბეტონის ფილების დემონტაჟს,…

„მთის ამბებმა“ ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა ახალი ამბები

„მთის ამბებმა“ ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

როგორ ავიწროებს ხელისუფლება „ბალდის კანიონის მცველებს“ ახალი ამბები

როგორ ავიწროებს ხელისუფლება „ბალდის კანიონის მცველებს“

ეს ერთი საქმეც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ხელისუფლება ავიწროებს ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც ბალდის კანიონის დასაცავად იბრძვიან. თუმცა, ამის გარდა, არსებობს სხვა საქმეებიც: პროტესტის ორგანიზატორებისა და მონაწილეების წინააღმდეგ მარტვილის პოლიციაში არაერთი საჩივარია შეტანილი - აქტივისტები დაკითხვიდან დაკითხვაზე დაჰყავთ; ინვესტორი და მისი…

ხიდი მდინარეზე კი არა, მდინარეში - 600 ათასი ლარი საფეხმავლო ხიდისთვის ახალი ამბები

ხიდი მდინარეზე კი არა, მდინარეში - 600 ათასი ლარი საფეხმავლო ხიდისთვის

მთიულეთში, ნაღვარევის მოპირდაპირე მხარეს, გვიდაქეს ხევში ახალაშენებული ხიდი დგას, ოღონდ ხიდი მდინარეზე კი არ არის გადებული, მდინარეში იწყება და მდინარეშივე მთავრდება. საფეხმავლო ხიდის მშენებლობა 2 წელია რაც დასრულდა.

მანიფესტი - რაჭის მდგრადი განვითარებისთვის ახალი ამბები

მანიფესტი - რაჭის მდგრადი განვითარებისთვის

დედამიწის ზომიერი სარტყელის ერთ-ერთი უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეები რაჭაშია, რის გამოც ამ მხარეს ბიომრავალფეროვნების კუთხით გლობალური მნიშვნელობა აქვს. რაჭაში დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობები ემუქრება რაჭის ბუნებრივ და კულტურულ ლანდშაფტს. ახალდაარსებული რაჭის ეროვნული პარკის ფარგლებიდან ჰესების მშენებლობისა და წიაღის მოპოვების მიზნით ამოჭრილია…

ლენტეხის მერი პირობას დებს, რომ ბავარის გზა დღის ბოლომდე გაიხსნება ახალი ამბები

ლენტეხის მერი პირობას დებს, რომ ბავარის გზა დღის ბოლომდე გაიხსნება

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი გვიან ღამით (01 საათზე) წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვემო სვანეთში, სოფელ ბავარში მცხოვრები ერთადერთი ადამიანი, 82 წლის კორნელი გაზდელიანი თითქმის ერთი თვეა უგზოდ და უშუქოდ არის დარჩენილი.

გვერდი 2 სულ 117
თავში